აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს, რომელიც საქართველოს უნდა ეწვიოს, ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას:
“ვიცე-პრეზიდენტს სურს გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, რომელიც ცდილობს მოქნილი სახელმწიფოს მშენებლობას, თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილი, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა იან კელიმ.