ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

“ბავშვთა სამყაროს” დაკავებული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მალხაზ თევზაძე სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაჭავარიანს 50 ათას ლარიანი, ხოლო თევზაძეს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულები თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში ოვაციები მოჰყვა.

იტვირთბა....