ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ გადავეცით შეტყობინება ვაშინგტონს”: რუსეთში აშშ-ს ელჩი შეშფოთებულია

აშშ-ის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ჯონ ტეფტი მოსკოვის მიერ მიღებული შეზღუდვების გამო, რომელიც რუსეთში აკრედიტირებულ დიპლომატურ კოსპუსს შეეხება, იმედგაცრუებულია.

,,ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. აშშ-ის ელჩმა ჯონ ტეფტმა გამოხატა ღრმა იმედგაცრუება და კატეგორიული შეშფოთება. ჩვენ გადავეცით შეტყობინება ვაშინგტონს განსახილველად“, – აცხადებს ,,რია ნოვოსტისთან“ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი.

მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს სასაწყობე ნაგებობებით და აგარაკებით სარგებლობა აუკრძალა. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს, შეზღუდვა ძალაში 1 აგვისტოდან შევა. ამასთანავე შეზღუდვა შეეხება ამერიკელი დიტლომატების რაოდენობის შემცირებას რუსეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე კანონი მიიღო.

ghn.ge

იტვირთბა....