ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იან კელი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომენტარს აკეთებს

ამერიკის ელჩმა საქართვლოში იან კელიმ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტია ეს საკითხი:

“ნებისმიერი პირი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, უნდა დაეყრდნოს სამართლებრივ განხილვას კომპეტენტური იურისტების დახმარებით, რადგან ეს არის სამართლებრივი საკითხი. ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპით. რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საკითხი და ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ამერიკის შეხედულებას, მათი გადმოსახედიდან ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სისტემის ჭრილში. რაც შეეხება კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი და ისინი შესაბამისად მიუდგებიან “, – განაცხადა იან კელიმ.

იტვირთბა....