ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავარიის გამო თბილისში, ჟვანიას მოედანზე ტრანსპორტის​ მოძრაობა შეფერხებულია

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თბილისში, ჟვანიას მოედანზე (გაგარინის მოედანი) მოძრაობა შეფერხებულია. ვეფხისა და მოყმის ძეგლიდან მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გზის გამყოფ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. შეჯახების სიძლიერის გამო ბეტონის ბორდიური საავტომობილო გზის ზოლზეა გადმოწეული და გადაადგილება შეფერხებულია. ინფორმაციას imedinews  ავრცელებს.

შეჯახებისას კიდევ ერთი მანქანა დაზიანდა. მეორე ავტომანქანაში კი დამცავი ბალიში გაიხსნა და სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის შეჯახების ადგილზე რჩება ორივე დაზიანებული ავტომობილი. გზის სავალზე გადატანილი ბეტონის ბორდიურის ასაღებად კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ელოდებიან.

 

 

იტვირთბა....