ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და “რუსთავი 2″-ის თავს რამე არ მოხდეს”: ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში გაჩენილ ხანძარზე

“როგორც მეუბნებიან (ამერიკაში ვარ), ერთი შეხედვით ზიანი დიდი არაა. თუმცა ხანძრის კერა სწორედ იქაა, სადაც ყველაზე მეტი საკომუნიკაციო კვანძია. ხვალ გვეცოდინება, რამდენად სერიოზულია ზიანი”- ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიაში გაჩენილ ხანძარს facebook-ის საშუალებით ეხმიანება.

არხის დირექტორის თქმით, მაუწყებლობა იმის გამო არ შეწყდა, რომ მათი ეთერი დელისის მეტროსთან მდებარე ოფისიდან იმართება.

“გამორიცხულია, მე ქვეყნიდან გავიდე და რ2ის თავს რამე არ მოხდეს – სარჩელი, ყადაღა, ინკასო… ახლა უკვე ხანძარი”, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

ხანძარი “რუსთავი 2” -ის იმ ნაწილში სადაც დეკორაციები მზადდება გვიან საღამოს გაჩნდა. მეხანძრე-მაშველმა “რუსთავი 2”-თან  განაცხადა, რომ ტელევიზიაში საშუალო სიძლიერის ხანძარი იყო და დაახლოებით 25-30 მ2 ფართობია დამწვარი.

იტვირთბა....