ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა 72% ფლობს

NDI-ის კვლევის თანახმად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცებისა და აზერბაიჯანის ციხეში მისი მოთავსების შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა 72% ფლობს.

კითხვაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება, იცოდით თუ არა ამის შესახებ, 26% აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. კითხვაზე პასუხი არ აქვს 2%.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს აფგან მუხტარლის საქმე საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის რეპუტაციაზე 56% მიიჩნევს, რომ უარყოფით გავლენას მოახდენს. 26%-მა არ იცის რა გავლენას მოახდენს, 15% მიიჩნევს, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს. 2% მიიჩნევს, რომ დადებით გავლენას მოახდენს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), და პირისპირ ინტერვიუს სახით 2,261 რესპოდენტი გამოიკითხა.

იტვირთბა....