ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI: გამოკითხულთა 35% აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 35% აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია.

კითხვაზე როგორ შეაფასებდით თითოეული ქვემოთ ჩამოთვლილის მდგომარეობას საქართველოში, 28 % მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლებაში ქვეყანაში არც კარგად არის და არც ცუდად, ხოლო 16% აზრით, მდგომარეობა ძალიან კარგია.

რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან შედეგებს 29% აზრით, ამ მიმართულებით მდგომარეობა არც ცუდია და არც კარგი, 25% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ცუდია, 11% ძალიან ცუდად აფასებს, ხოლო 10% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან კარგად.

რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, 28% აზრით, არც ცუდია და არც კარგი. 22% ნაწილობრივ ცუდად აფასებს. 10% ძალიან ცუდად, ხოლო 7% ძალიან კარგად.

რაც შეეხება მოქალაქეების მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში, 31% აზრით მდგომარეობა არც კარგია და არც ცუდი. 24% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, 19% ნაწილობრივ ცუდად აფასებს, 9% ძალიან ცუდად, ხოლო 5% ძალიან კარგად.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას 30% არც ცუდად და არც კარგად აფასებს, 22% ნაწილობრივ კარგად, 19% ნაწილობრივ ცუდად, 9% ძალიან ცუდად, 6% ძალიან კარგად.

რაც შეეხება მთავრობის მიერ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქის აზრის გათვალისიწინებას, ამ მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას 32% არც ცუდად და არც კარგად აფასებს, 22% ნაწილობრივ ცუდად, 21% ნაწილობრივ კარგად, 14% ძალიან ცუდად, ხოლო 3% ძალიან კარგად.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), და პირისპირ ინტერვიუს სახით 2,261 რესპოდენტი გამოიკითხა.

 

იტვირთბა....