ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შეწყვეტილი მოქალაქეობა: სააკაშვილის თანაგუნდელები დღეს აქციისთვის ემზადებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი თანაგუნდელები დღეს აქციის გამართვისთვის ემზადებიან

უკრაინის ოპოზიციურ პარტია “ახალ ძალთა მოძრაობა”-ში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების თაობაზე პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ქვეყანაში დიქტატურის დადასტურებად მიიჩნევენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ რიგითი უკრაინელების დასაცავად გამოდიან.

„მიხეილ სააკაშვილთან მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის პროკურატურაში გამოჩნდა ახალი დოკუმენტები, რომელიც საქართველოს მხარის მიერ არის მიწოდებული.

არაა გამორიცხული, რომ ეს დოკუმენტები პოროშენკომ საქართველოში ყოფნის დროს მიიღო და უკრაინაში ჩამოიტანა. უკრაინის მხარეს სავარაუდოდ, ეს დოკუმენტები ოფიციალურად ქართული მხარისგან არ გამოუთხოვია. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, ჩვენ შევაგროვებთ ყველა საჭირო დოკუმენტს და მივმართავთ სასამართლოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ადგილობრივი სასამართლო არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს,” – აცხადებს „ახალი ძალების მოძრაობის“ იურისტი ნიკოლაი ნიდილკო.

შეგეხსენებთ, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მე-19 მუხლის მიხედვით ჩამოართვა, რაც მოქალაქეობის მოტყუებით მიღებას გულისხმობს.

იტვირთბა....