უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, დავით საყვარელიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ადასტურებს:
“პოროშენკომ გაუსწრო ყველა მსოფლიო დიქტატორს: მან წაართვა მოქალაქეობა სააკაშვილს და აუკრძალა მას უკრაინაში შესვლა. როგორც ჩანს შეეშინდა.
ვფიქრობ, რომ საყოველთაო კომენტარები აქ უადგილოა. ფაქტია, რომ უკრაინამ მიიღო მორიგი “იანუკოვიჩი”, თუმცა, ინგლისურად მოსაუბრე!!! ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ასე გაგრძელება აღარშეიძლება- უკრაინა აღმოჩნდა გადარჩენის ზღვარზე, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბრობდა, დღეს დარჩა უკრაინის მოქალაქეობის გარეშე და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშეც. მაგრამ ეს ვერანაირად შეგვაჩერებს, ჩვენ, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ეს მოაახლოვებს პოროშენკოს რეჟიმის დასასრულს. ჩვენ კოორდინირებას გავუწევთ შექმნილი შტაბებით მომავალ მოქმედებებს, იმისთვის, რომ ვიაროთ წინ, რათა მივიღოთ ყველა საჭირო ზომები! ვინ არის ჩვენ მხარეს სიმართლისთვის?!”-წერს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილი მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.