ახალი ამბები მთავარი სამართალი

3 გარდაცვლილი, 2 დაშავებული: ყვარელში ავტოავარია მოხდა

ყვარელში ავტოავარიას სამი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გავაზთან მოხდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდა მსუბუქი ავტომანქანით მიდიოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმეა 2 ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

იტვირთბა....