ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისის მერია დიდუბეში მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დიდუბეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ობიექტზე არქიტექტურის სამსახურის მიერ შპს ,,როიალ გროუფზე’’ 2016 წლის თებერვალში გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. არსებული კანონმდებლობით და სანებართო მოწმობით მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მშენებლობის დამკვეთს – შპს (,,როიალ გროუფს’’). ობიექტი იყო გაჩერებული და არ მიმდინარეობდა მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო რამდენიმე დღის წინ. ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ 24.07.2017-ში გაფრთხილება მიეცა მშენებლობის დამკვეთს და დაევალა სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული პირობების შესრულება – დემონტაჟის განხორციელება, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. სამსახურის მიერ გაცემულია ოფიციალური აქტი და მიმდინარეობს საქმის წარმოება სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დღესვე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეტარტამენტის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებით, მშენებლობაზე დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.

 

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ​იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა. კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. 

 

იტვირთბა....