“გაცილებით გრძელი კარიერული გზა გამოვიარე, ვიდრე აქ მოვაღწევდი. მე მქონდა სხვა პროფესია, რომელიც არანაკლებ სასარგებლოა, რომელშიც არანაკლები გამოცდილება დამიგროვდა და რომელსაც არანაკლებ ვაფასებ. თუმცა, არავის შეგეშალოთ, ჩემი სამსახური სენატში არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არიზონელ ხალხს იმ პატივისთვის და შესაძლებლობისთვის, რომელიც მათ მომცეს, რათა მემსახურა აშშ-ის სენატში მათი სახელით” – ასე მიმართა სენატს სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოპერაციის შემდეგ, რომელსაც სენატი ტაშით შეეგება.
შეგახსენებთ, ჯონ მაკკეინს სიმსივნე დაუდგინეს და მან ოპერაცია გაიკეთა.