ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60%-ს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არ სმენია. გამოკითხულ ადამიანებს შორის 32%-მა აღნიშნული ცვლილებების შესახებ იცის. კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანთა უმრავლესობა (59%), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე.
კვლევის მიხედვით, გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2% დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს, 89% არ დასწრებია.
ამას გარდა, იმ მოქალაქეებიდან, ვისაც სმენია ამ პროცესის შესახებ, მხოლოდ 6% ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; გამოკითხულთა 47%-ის აზრით ნაწილობრივ ასახავს, 32%-ის თქმით კი – საერთოდ არ ასახავს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები გაასაჯაროვა.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.