ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი ირანს ემუქრება: თუ შეთანხმებას არ შეასრულებენ, პრობლემები ელოდებათ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მთავრობას ემუქრება. ტრამპი ამბობს, რომ თუ თეირანი ბირთვული პროგრამის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ირანს შეერთებული შტატებისგან დიდი პრობლემა შეექმნება.

„თუ ეს შეთანხმება ისე არ შესრულდება, როგორც საჭიროა, მაშინ მათ დიდი პრობლემები შეექმნებათ და ამის პირობას თქვენ მე გაძლევთ“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ოჰაიოში სიტყვით გამოსვლის დროს.

ირანმა და საერთაშორისო შუამავლებმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2015 წლის 14 ივლისს მოაწერეს. მიღებული იქნება ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, ირანი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციებისგან გათავისფლდება. გეგმა ძალაში 2016 წლის 16 იანვარს შევიდა.

იტვირთბა....