ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნებოდა სტრასბურგისთვის მოსამართლეების შერჩევა”

განათლების  და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სტრასბურგის მოსამართლეების კანდიდატების კიდევ ერთხელ ჩავრდნას ეხმაურება. მისი თქმით, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს კონკურსი მარტივი იქნებოდა. ჯეჯელავა სიხარულს გამოთქვამს  ლადო ჭანტურიას კანდიდატურის გასვლასთან დაკავშირებით, რომელმაც  სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა.

”ჩემი აზრით ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი ლადო ჭანტურიას კანდიდატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნები დააკმაყოფილა. ანუ, ჩვენ გყავს ძალიან კარგი კანდიდატი. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, სამწუხაროდ გამოცდილებით და სხვა მიმართულებით არ შეესაბამებოდნენ ისინი მოთხოვნებს. არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნებოდა სტრასბურგისთვის მოსამართლეების შერჩევა, მიუკერძოებელი და კარგი პროფესიონალების. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე არ გვეყოლება სწორედ ასეთი მოსამართლე”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ლადო ჭანტურია მოსამართლეობის კანდიდატად აირჩია.
ამის შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგში ჭანტურია შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. იუსტიციის სამინისტრომ ამის შესახებ, შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა მიიღო.

თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის ორ კანდიდატზე კვლავ კონკურის გამოცხადდა. მისი თქმით დღეს კონკურსი ცხადდება ეროვნულ დონეზე 2 ადგილზე. წულუკიანმა მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

იტვირთბა....