ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზუგდიდის ცენტრში სწრაფი სესხის ოფისი დააყაჩაღეს

გუშინ ზუგდიდის ცენტრში Aray-ს მაღაზიაში არსებული სწრაფი სესხის vivus.ge-ს ოფისი დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა  დღის 4 საათისთვის მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი შენობაში შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით თანამშრომელს სალარო აპარატი გააღებინა.

მათი თქმით, სავაჭრო ცენტრში საკამოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა თავდამსხმელის დაკავება ვერ შეძლეს, რადაგანაც ის  საწრაფად მოქმედებდა. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, დამყაჩაღებელმა  3200 ლარის წაღება მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ ადგილზე უკვე ჩატარებულია ექსპერტიზა და ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. გამოძიება კი  სისხლის სამართლის კოდექსის  179-ე მუხლით   ყაჩაღობით აღიძრა.  პოლიცია თავდამსხმელის სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

იტვირთბა....