“შსს-ს ვთხოვ, ამ ადამიანის სიტყვებს მიაქციოს ყურადღება. ეს ადამიანი იმუქრება, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს. შსს-ს ვთხოვ, დააკვირდეს დამნაშავეს პირდაპირ ეთერში”- ამის შესახებ” tv პირველის” პირდაპირ ეთერში პოლიტიკური ორგანიზაციის “გირჩი” წევრმა, იაგო ხვიჩიამ “ქართული დასის” წევრ ჯონდი ბაღათურიას შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ბაღათურია მას პირდაპირ ეთერში ემუქრება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით ისჯება.
“TV პირველის” გადაცემაში, რომლის წამყვანიც ინგა გრიგოლიაა, მთავარი თემა პროსტიტუციის ლეგალიზაციაა.