შვეიცარიის ქალაქ შაფ-ჰაუზენში უცნობი კაცი გამვლელებს თავს ელექტრო ხერხით დაესხა. ვრცელდება ინფორმაცია 5 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია.
independent-ის ცნობით, პოლიციამ დამნაშავე გამოავლინა. შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი, ადგილზე მობილიზებულია ავიაციაც.
პოლიციის ცნობით, შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ განიხილება.