ფოთში, ზღვამ 65 წლის კაცის ცხედარი გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღის წინ, მამაკაცი მდინარე ჭოროხში ჩავარდა, მდინარის დინებამ კი ზღვაში გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.