ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში ხის საამქრო გამოავლინა, სადაც დასაწყობებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ძვირფასი ჯიშის ხის – კაკლის მასალა, რომელიც გამიზნული იყო იარაღის კონდახის დასამზადებლად.
ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ხის მასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონოდ მოქმედი ხის გადამამუშავებელი არაერთი საამქრო და ხე – ტყის მასალის უკანონოდ მოპოვება – დამუშავებისა და გადაზიდვის ათეულობით ფაქტი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტების გაყალბების გზით ახდენდა ხე-ტყის მასალის ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.