ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

250 მილიონი რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოდ: აშშ-ის კონგრესი საქართველოს და უკრაინის მხარდასაჭერ კანონპროექტს უყრის კენჭს

შეერთებული შტატების კონგრესი 25 ივლისს კანონპროექტს უყრის კენჭს, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს. საუბარია რუსეთისა და ირანისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრებმა შეიმუშავეს.

დოკუმენტი ითვალისწინებს სასანქციო სიაში მოხვედრილი რუსეთის ბანკების საბაზრო ფინანსირების ვადების მაქსიმალურ შემცირებას 14 დღემდე, ხოლო ნავთობისა დ გაზის კომპანიების – 30 დღემდე.

დოკუმენტში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად ფასდება, მათ შორის საუბარია უკრაინისკრიზისსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას და უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების დესტაბლიზაციას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება იყენებდა და განაგრძობს საქართველოს და უკრაინის მიმართ ძალების გამოყენებას, სადაზვერვო ოპერაციებს, რაც აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის. კონგრესის აზრით, აშშ-მ უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირთან, როგორც პარტნიორმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების აგრესიის წინააღმდეგ, მოახდინოს დახმარების პროგრამების კოორდინირება და სხვა ძალისხმევა მიმართოს რუსეთთან დაკავშირებით.

კანონპროექტი 2018-19 წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ევროპასა და ევრაზიაში იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც რუსული გავლენის მიმართ მოწყვლადები არიან და კრემლის აგრესიული ქმედებებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალდნენ.

იტვირთბა....