ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი ოკუპირებული რეგიონის სოფლებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს

ლეიბორისტების ლიდერი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.

შალვა ნათელაშვილი დღეს დილიდან სოფელ ყარაფილაში იმყოფება, იქ სადაც რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ხნული გაავლეს, სადაც ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენების მილი მოექცა.

ლეიბორისტების ლიდერი მოუწოდებს პარლამენტს, საგანგებო სხდომაზე გახილოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება და ადგილობრივების უსაფრთხოება.

„მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდებ, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო საზღვრების გადასინჯვის მოტივებით. თუ ეს რუსეთს შერჩა დაუსჯელად, მესამე მსოფლიო ომი მთელ მსოფლიოში გარანტირებული იქნება,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....