ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოს ცალკეულ რაიონებში დღეს და ხვალ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე სეტყვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში “პირველს” უთხრეს, რომ ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს სანაპირიო რაიონებში დაიკლებს და იქნება 23-25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში – 35-38 გრადუსი.

რაც შეეხება თბილისს, დასვენების დღეებში დედაქალაქში უნალექო ამინდია ნავარაუდევი.
22 ივლისს მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში 1984 წელს +39.1 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური -1976 წელს +14.5 გრადუსი.

იტვირთბა....