კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან რუსი ოკუპანტები გამოჩდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ოკუპირებულ სოფელ ორჭოფილადან ყარაფილას მიმართულებით ხნულები გაავლეს. კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლი გია გოჭოშვილი აცხადებს, რომ არსებობს საფრთხე რუსმა ოკუპანტებმა სოფლის 7 ჰექტარი მიწა მიითვისონ. გოჭოშვილის თქმით, თუ ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილაში ხნულის შემდეგ მავთულხლართები გააბეს, ცენტრალურ ავტობანთან 300-200 მეტრში იქნებიან.
რა ხდება საოკუპაციო ზოლთან: მცოცავი ოკუპაციის მორიგი საშიშროება