“მეტრონომი”: სასამართლოდან
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლოზე მეუფე პეტრეს დაკითხვა დასრულდა. სასამართლო სხდომიდან გამოსულმა მეუფემ განაცხადა, რომ მან დაკითხვისას იგივე გაიმეორა, რასაც სატელევიზიო ეთერებში ამბობდა. მიტროპოლიტის თქმით, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა სასამართლოზე, რომ საპატრირქოს მთავარი პრობლემა შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლებაა.
“შორენა თეთრუაშვილს ინტრიგებით და ტყუილებით შეუძლია, რომ ნებისმიერ სასულიერო პირს კარიერულ წინსვლაში ხელი შეუშალოს. სასამართლოსთვის ახლა ე.წ. ციანიდის საქმე ყველაზე დიდი გამოწვევაა. მოსამართლეს შეუძლია ამ საქმით საზოგადოებას დაანახოს, რომ სასამართლო დღეს დამოუკიდებელია. დეკანოზი გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარია.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე განახლდა. მეუფე პეტრე ჩვენებას ბრალდების მოწმის სტატუსით აძლევს.
სახელმწიფო ბრალდების მოწმეთა სიაში ის ბოლო სასულიერო პირია, რომელიც სასამართლოს წინაშე ჯერ არ დაკითხულა. ე.წ. ციანიდის საქმეზე კიდევ 16 მოწმის დაკითხვა იგეგმება.
როდის მისცემს ჩვენებას დაცვის მხარის მოწმე ირაკლი ფირცხალავა, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ნინი ცხადაია