ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინის და ტრამპის საიდუმლო შეხვედრა

ჰამბურგში, G20-ის სამიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრის გარდა, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მეორე შეხვედრაც შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უცნობია ლიდერების შეხვედრა რამდენ ხანს გაგრძელდა. თუმცა, გამოცემის მიხედვით, მეორე გასაიდუმლოებული შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი 7 ივლისს, ჰამბურგში “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

პუტინი-ტრამპის ,,საიდუმლო შეხვედრაზე” ,,როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თეთრი სახლი ეხმაურება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ G20-ის სამიტზე პუტინი და ტრამპი ერთმანეთს მეორედ ოფიციალურ ვახშამზე შეხვდნენ.  შეხვედრაზე ერთი საათით ისაუბრეს და მას თარჯიმანი ესწრებოდა. თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ,,საიდუმლო შეხვედრაზე” გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა, როგორც ტრამპი საკუთარ ტვიტერზე წერს პუტინთან მეორე საუბარი ვახშამზე შედგა, რომელზედაც მიწვეული იყო დიდი ოცეულის ყველა ლიდერი მეუღლეებთან ერთად და ,,პრესამ ამის შესახებ იცოდა”.

,,ფეიკ ნიუსები სულ უფრო და უფრო არაკეთილსინდისიერი ხდება . დიდ ოცეულის ლიდერების ვახშამიც კი ცდილობენ ბოროტებად წარმოაჩინონ”-წერს ტრამპი ტვიტერზე.

 

იტვირთბა....