ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვინ არის ირაკლი კაველაძე, რომელიც უმცროსი ტრამპის რუს იურისტთან შეხვედრას ესწრებოდა

„ვინ არის ირაკლი კაველაძე, მერვე ადამიანი, რომელიც რუს ადვოკატს დონლად ტრამპ უმცროსთან ერთად შეხვდა?“ – ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Newsweek.

Newsweek-ის ცნობით,  52 წლის კაველაძის ადვოკატმა დაადასტურა, რომ 2016 წლის ივნისში გამართულ მოლაპარაკებებს მისი კლიენტი ნამდვილად ესწრებოდა.

კაველაძე აგალაროვის Crocus Group-ის ვიცე პრეზიდენტია. დეველოპერმა აგალაროვმა 2013 წელს დონალდ ტრამპის კომპანიის მიერ რუსეთში გამართულ სილამაზის კონკურს “მის სამყაროს” უმასპინძლა.

კაველაძის ადვოკატს ტრამპის და რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელი რობერტ მიულერი დაუკავშირდა და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

კაველაძე აშშ-ს მოქალაქეა, კალიფორნიაში ცხოვრობს. ის Crocus Group-მა 2004 წელს დაიქირავა, 5 წლის შემდეგ კომპანიის ვიცეპრეზიდენტი გახდა და საინვესტიციო პროექტებს კურირებს.

კაველაძე Crocus Group-ში მისვლამდე იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობას და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ.

კაველაძე საქართველოში დაიბადა და რუსეთში სწავლობდა. აშშ-ში 1991 წელს გაემგზავრა. პირველი კომპანიები რუსი ბროკერების დახმარებით დელავერში გახსნა. მოგვიანებით, “სითიბანკმა” რუსი ბროკერების ანგარიშები დახურა.

როგორც კაველაძის ადვოკატი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან გამართულ მოლაპარაკებებს არას აგალაროვის თხოვნით ესწრებოდა და თარჯიმნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა ვესელნიცკაიამ თარჯიმანი შეხვედრაზე თავადაც მიიყვანა.

როგორც Newsweek-თან საუბარში ირაკლი კაველაძის ადვოკატი აცხადებს, მას დაუკავშირდა ტრამპისა და რუსეთის ფარული კავშირების საქმის მთავარი გამომძიებელი რობერტ მიულერი და კაველაძის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა, რასაც იურისტი დაემორჩილა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მიულერი დონალდ ტრამპ უმცროსისა და რუსი იურისტის შეხვედრით დაინტერესდა.

ვინ არის კაველაძე: როგორც მისი ადვოკატი იტყობინება, ის აშშ-ის მოქალაქეა. 10 წელია, ფინანსურ მენეჯერად მუშაობს. სოციალურ ქსელში მისი გვერდიდან ირკვევა, რომ Crocus Group-მა ის 2004 წელს დაიქირავა, ხოლო 5 წლის შემდეგ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამჟამად, ის საინვესტიციო პროექტებს კურირებს. „ლოს ანჯელეს თაიმსის“ ცნობით, ირაკლი კაველაძე კალიფორნიაში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ Crocus Group-ში მისვლამდე ის იყო ერთ-ერთი იმ პირთა შორის, რომელთა წინააღმდეგაც კონგრესში გამოძიება მიმდინარეობდა. მას ნავთობკომპანიებში წილების უკანონოდ ფლობასა და ფულის გათეთრებაში სდებდნენ ბრალს.

„ნიუ იორკ თაიმსმა“ დონალდ ტრამპ უმცროსისა და კრემლთან დაახლოებული იურისტის შეხვედრის შესახებ პირველად 8 ივლისს დაწერა. როგორც გაირკვა, ტრამპის ვაჟი შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მას აცნობეს, რომ ნატალია ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონზე კომპრომატი ჰქონდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა არას აგალაროვის შვილმა პოპვარკვლავმა ემინმა მოითხოვა. ორგანიზატორი იყო პრომოუტერი რობ გოლდსტოუნი. მოლაპარაკებებს ესწრებოდა დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი.

 

იტვირთბა....