ვანო ჯავახიშვილზე დაწერილ პოსტს, რომელიც დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შეასრულა, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. თავად ვანო ჯავახიშვილი დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებას მისი სავარაუდო მკვლელობის შესახებ, უკავშირებს კრიტიკას, რომელიც მან თავის შოუში დეპუტატების რუსეთში ვიზიტისის შეფასებისას გააჟღერა.
ვანო ჯავახიშვილი სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პირველ რიგში, ასეთი განცხადებები საზიანოა ახლობლებისთვის და მსგავსი შინაარსის წერილების წერა მის ახლობლებს სერიოზულ სანერვიულოს უჩენს.
თუ მისი განცხადება არაფერზეა დაფუძნებული და დადასტურდა ჩემი აზრით მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. არ მცალია სამართალდამცავებში ვარკვიო ეს ამბავი, რომელიც უსასრულოდ გაიწელება არაფერი ხეირის მომტანი არ არის და უამრავ დროს დამაკარგინებენ. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ რაიმე კითხვა ექნებათ მაინც მზად ვარ ვუპასუხო”, – ამბობს ვანო ჯავახიშვილი “პრაიმთაიმთან”.
შეგახსენებთ, ემზარ კვიციანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლის შინაარსის მიხედვით, ჟურნალისტ გიორგი სანაიას შემდეგ არსებობს ვანო ჯავახიშვილის სავარაუდო მკვლელობის საშიშროება.