19 წლის გოგონას მკვლელობას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ეტაპზე შსს ბრალდებულად მის ბიძაშვილს ასახელებს. სოციალურ ქსელში ამ ამბავს მრავალი მხრიდან მოჰყვა გამოხმაურება. მაგალითად, ეჭვმიტანილი პირის შესახებ, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში პირად მოსაზრებას გამოთქვამს:
“19 წლის გოგონას რომ ყელს გამოჭრის, მე რატომ უნდა გადავიხადო მისი კვების ფული ციხეში ყოფნის დროს?!….” – დაახლოებით ასეთი შინაარსის პოსტს წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, დაკეტილ ბინაში 19 წლის გოგონას ყელგამოჭრილი გვამი იპოვეს. მოგვიანებით შსს-მ დააკავა მისი ბიძაშვილი, რომელსაც ბრალი წაუყენა. მიმდინარეობს გამოძიება.