უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და ამიტომ, ეს საკითხი არ განხილულა.
“ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ განგვიხილავს. სამწუხაროდ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. უკრაინელი და ქართველი ხალხი ძალიან გაერთიანებულია ამ მომენტში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არავის და არაფერს შეუძლია მათი გაყოფა”,- განაცხადა პოროშენკომ
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს დღეს ეწვია. მარგევლაშილი-პოროშენკოს შეხვედამდე უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. პოროშენკო ცოტახნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ის ქვეყანას ხვალ დატოვებს და რეგიონში შეხვედრებს გამართავს.