სოციალურქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიზიდა. ახალგაზრდა ბიჭი მდინარეში ყრის დიდი ოდენობით ატამს, რომლის რეალიზაციაც ვერ მოახერხა. „ამ ატამს ღორებიც აღარ ჭამენ და თევზები კი გაძღებიან“, – ამბობს კახელი ახალგაზრდა, რომელმაც რამდენიმე ყუთი ატამი მდინარეში გადაყარა. ეს კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა.
როგორც ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, წელს ატმის ფასი 5 ლარია და ამიტომ მისი რეალიზება გაძნელებულია. ამ ფაქტით აღშფოთებული მამაკაცი ხილს მდინარის წყალს ატანს.