დღეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხია. ოპოზიცია პრეზიდენტს მოსთხოვს, რომ თვითმმართველობის კანონს ვეტო დაადოს. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ თვითმმართველობის კოდექსი ქალაქების დასუსტებისკენ არის მიმართული და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას.
„ცვლილება, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას გულისხმობს, უკან გადადგმული ნაბიჯია, ზღუდავს მოქალაქეების მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესში, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა განიხილოს ვეტოს დადება,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.