ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში მომხდარ ავარიისას დაშავებულების მკურნალობას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო კურირებს

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებულების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ რეჯებ აკდაღს ტელეფონით ესაუბრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეჯებ აკდაღის ოფისი უშუალოდ კურირებს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც „ერისიონთან“ არსებული ცეკვის ანსამბლი “ლამპრები” ბულგარეთში გადაჰყავდა, გამთენიისას გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა.

იტვირთბა....