ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში მომხდარ ავარიაში დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. 1tv-ის ცნობით,  ქალი ცეკვის საბავშვო ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობელია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.

„საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა“,- განაცხადა მიქელაძემ.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია. მათ სამშობლოში დაბრუნებას თურქული მხარე სავარაუდოდ დღესვე უზრუნველყოფს. დაშავებულები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.

შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც „ერისიონთან“ არსებული ცეკვის ანსამბლი “ლამპრები” ბულგარეთში გადაჰყავდა, გამთენიისას გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა.

იტვირთბა....