ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანსამბლ “ლამპრების” ქორეოგრაფი სერიოზულად დაშავდა: მათ მოსანახულებლად საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ

„ერისიონთან“ არსებული ანსამბლის “ლამპრები” ქორეოგრაფი ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად სერიოზულად დაშავდა. მას თავის ქალის, ნეკნების და კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ბავშვებით სავსე ავტობუსი ტრაბზონთან ავარიაში მოხვდა. ცხრიდან 13- წლამდე ასაკის მოზარდებს თურქულ კლინიკებში მკურნალობენ. ავარია ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნში მოხდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ტრაბზონთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების სანახავად გაემგზავრებიან.

მათ მოსანახულებლად ასევე იმყოფებიან საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება. უწყების ინფორმაციით, საკონსულო დაშავებულების ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ბულგარეთში გადაჰყავდა გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია 38 ადამიანი, მათგან უმეტესობა ბავშვია.

იტვირთბა....