ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხმაური ფოთში: დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა ქალაქში შესასვლელი ხიდი გადაკეტეს

ფოთში დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა ქალაქში შესასვლელი ხიდი გადაკეტეს. სამართალდამცავებმა გზის გახსნა სცადეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის რამდენიმე მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან ფულად კომპენსაციებს უკვე კვირაზე მეტია, ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ხანძარი ფოთის ბაზრობაზე 10 ივლისს გაცნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სახანძროები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....