ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ორი დღის წინ,  ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის  საფრთხე. ამიტომ  პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. თუმცა მოსამართლემ მათი მოთხოვნაზე უარი უთხრა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე დააკავეს.

იტვირთბა....