ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სინანულით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე”: ოთარ აბესაძე ბოდიშს იხდის

სასამართლო პროცესზე თბილისის მერიის თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დუმილის უფლების გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
აბესაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და ოჯახს, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა.
“მინდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო… სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე“, – აღნიშნა აბესაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიან გირაოს მოითხოვს.

იტვირთბა....