ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ის მაშინვე ძალიან შეშფოთებული იყო”: “ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი მქონდა”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და “შენების მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გადაცემა “360 გრადუსში” ვენეციის კომისიაზე საუბრობს.  მისი თქმით, მას ჯანი ბუკიკიოსთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი და იგი საკონსტიტუციო პროცესებით შეშფოთებული და იმედგაცრუებულია.

“მე ბატონ ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბარი მქონდა გაცილებით ადრე, ვიდრე იგი ჩამობრძანდებოდა საქართველოში. ეს იყო მეორედ მოსმენის შემდეგ დღეს. ჩვენ ძალიან დეტალურად განვიხილეთ ეს თემები. ბატონი ბუკიკიო მაშინვე იყო ძალიან შეშფოთებული, ძალიან იმედგაცრუებული, რადგან იქამდე დაახლოებით 5 დღის წინ ვენეციაში ესაუბრნენ ერთ ვერსიაზე, ხოლო საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიიღეს სხვა ვერსია. ვისაუბრეთ სწორედ ამ გამოსავლებზე. მან მაშინვე მითხრა, რომ აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას და ისიც მთხოვა, რომ მისი პოზიციები ჩამოსვლამდე არ გამეხმოვანებინა. ეს არის ეტიკეტის დაცვა. კონკრეტულად უკმაყოფილოა საპარლამენტო საარჩევნო სისტემით იმიტომ, რომ საპარლამენტო საარჩევნო სისტემის ექსკლუზიურ ბონუსურ ვერსიაზე ვენეციის კომისია თავიდანვე ამბობდა, რომ არის არასწორი. ამ თემაზე სასაუბროდ ჩავიდნენ ვენეციის კომისიაში, იქ ეს ექსკლუზიური ბონუსური სისტემა გასწორდა და უფრო სამართლიანი სისტემა შემუშავდა, თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ არაფერს ვცვლით მომავალი არჩევნებისთვისო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე სრულიად ღიად და აშკარად გამოთქვამდნენ შეშფოთებას ევროპარლამენტარებიც იმის გამო, რომ საკონსტიტუციო საკითხზე საქართველომ ვერ მოახერხა ევროპული სტანდარტის დაცვა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხება. ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციისთ კი საჭიროა კონსესუსის მიღწევა.

იტვირთბა....