ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს რუსეთის სამხედრო საოლქო სასამართომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” წერს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით, ​ დადაევს  20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით მიესაჯა.  სასამართლომ დადაევს ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენიც ჩამოართვა.

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ დანარჩენ ოთხ პირს პატიმრობა სხვადასხვა ვადით შეეფარდათ. კერძოდ: ანზორ გუბაშევს 19 წლით, ტამერლან ესკერანოვსა და შადიდ გუბაშევს 14 წლით, ხამზატ ბახაევს კი 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საბოლოო ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. მათ ხუთივე ეჭვმიტანილი ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს.

 

იტვირთბა....