ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში დაკვამლიანება იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ “112”-ში შესული შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა. მათ ტერიტორიაზე დაკვამლიანება, ხანძრის გარეშე დახვდათ, რომელიც, სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
დაშავებულები არ არიან.