ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესაბამისი პირობების შექმნა და სასჯელის არა ციხეში, არამედ კოლონიაში მოხდაა, როგორც ამას ე.წ. კანონი ითვალისწინებს.
მოთხოვნებს შორის ასევე არის – ოკუპირებული ცხინვალის ციხეში სასეირნო ადგილის გაფართოება, პაემნების რაოდენობის ორამდე გაზრდა ერთი თვის განმავლობაში, კამერებში ფანჯრების მოწყობა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება.
მოთხოვნების ტექსტი ვრცლად ერთ-ერთი პატიმრის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
„ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, ე.წ.ამნისტიაც გამოცხადდა, თუმცა 50 დაკავებულიდან ეს ამნისტია ხოლოდ ორ ადამიანს ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.
1tv.ge