ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ახალი საოკუპაციო ხაზი შიდა ქართლში: ადგილობრივი მოსახლეობა უშიშროების საბჭოს მდივანმა მოინახულა

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწებთან ერთად მოექცევა სარწყავი არხი და ტყე.

დღის ბოლოს ადგილზე იმყოფებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი. დავით რაქვიაშვილმა მიმდინარე პროცესი საქართველოს სახელმწიფოს შესუსტებისთვის მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯად შეაფასა, რომელსაც აუცილებელია ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ.

„სადემარკაციო სამუშაოები ეს არის ისევ რუსეთის მიერ ცალმხრივად ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკვე ფიზიკური გამოვლინება, ამას ცხადია არც საქართველოს სახელმწიფო აღიარებს, არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ეს ე.წ. სადემარკაციო ხაზის იქითაც და აქეთაც არის საქართველოს ტერიტორია და ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები. არასდროს ჩვენ ამას ლეგიტიმურად აღ აღვიქვამთ,“-განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....