ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თავისუფალი ვარ ტყუილი დაპირებებისგან, ახლა გთხოვთ მომცეთ უფრო მეტი ბერკეტი”

“ჩვენ მოვახერხებთ და ხელისუფლებას შევცვლით 2017 წელს”- ეს განცხადება, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საინიციატივო ჯგუფის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, გუდიაშვილის სკვერში, მისი კანდიდატად ოფიციალური წარდგენის დროს გააკეთა. ელისაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ უნდა დაუჭიროს მოსახლეობამ მას თბილისის მერის არჩევნებისას მას მხარი. ელისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის დარდი და პრობლემები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

ელისაშვილმა კონკურენტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც თბილისს უამრავი პრობლემა შეუქმნეს, დღეს ამბობენ, რომ ამ პრობლემებს მოაგვარებენ.

„მე ფუჭი და ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი. მე არასდროს დავპირებივარ თბილისელებს, რომ თბილისი იქნებოდა სიღარიბის გარეშე, რომ ჩვენთან განახევრებული იქნებოდა გაზი და დენი. ღმერთმა დამიფაროს მე ამ ყველაფრისგან. ამ ფუჭი ტყუილი დაპირებებისგან ვარ თავისუფალი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....