ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ქარელის სამ სოფელში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნეს

დღეს ე.წ. ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ოკუპირებულ სოფელ იონჩასთან  დაიწყო. ქარელის რაიონის სამ სოფელში – კნოლევში, ცერონისში და ავლევში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა. საოკუპაციო ზოლის ამ მონაკვეთზე ე.წ. მანიშნებელი ერთი წლის წინ დამონტაჟდა.

ე.წ. ბანერებიდან დაახლოებით ას მეტრში რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა სამუშაოები განაახლეს. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის მონიშვნის შემდეგ მავთულხლართების გაბმას დაიწყებენ და სოფლის მოსახლეობას საკუთარ ბაღებში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

იტვირთბა....