ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად მმართველ გუნდში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი განიხილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად მმართველ გუნდში ერთ-ერთ კანდიდატად დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი განიხილება. კონსულტაციები კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ამ დრომდე მიმდინარეობს.

ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ გენერალური აუდიტორის კანდიდატზე მმართველ გუნდში ამ დრომდე მსჯელობენ, ხოლო ინფორმაციას მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფს.

შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება, ხოლო ახალი მთავარი აუდიტორის არჩევას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.

სექტემბრამდე მთავარი აუდიტორის უფლებამოსილებას ლაშა თორდიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია შეასრულებს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....