ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ოსური მხარე: ქართველები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს 200-მეტრზე არ მიუახლოვდნენ

ოსური მხარე მოითხოვს, რომ ქართველები ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარს 200-მეტრზე არ მიუახლოვდნენ. ამის შესახებ ოსებმა ერგნეთში გამართულ შეხვედრამდე გააკეთეს განცხადება. დღეს ერგნეთში  ინციდენტების პრევენციისა და  მასზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრას სეპარატისტების მხრიდან მურად ჯიოევი დაესწრება.

ჯიოევის განცხადებით, თუ ქართველებისთვის დაწესდება ე. წ.  საზღვართან მიახლოვებისთვის წესები, მაშინ ადგილობრივების დაკავება ასეთი ხშირი აღარ იქნება.

მისი თქმით, ქართველებმა არ უნდა აწარმოონ სამეურვეო სამუშაოები ე.წ. საზღვართან და ამის უზრუნველყოფა ეუთოს წარმომადგენლებმა უნდა მოახერხონ.

ქართული მახრის განცხადებით, ეს იქნება ყველაზე რთული შეხვედრა, სადაც ქართული მხარე ძალიან ბევრ საკითხს დააყენებს, რადგანაც ახალი ბანერების განთავსება საოკუპაციო ხაზთან კატეგორიულად მიუღებელია.

იტვირთბა....