ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით აღშფოთებულნი არიან”

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აღშფოთებულნი არიან ამიერკავკასიაში არასტაბილური სიტუაციით – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს შეხვდა.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. იმ სიტუაციაში, როდესაც ამიერკავკასიის რეგიონში არასტაბილურობაა, რომლის პროვოცირება მათ შორის ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მცდელობით. აღნიშნულის მეშვეობით ნატო-ს რეგიონში პოზიციების განმტკიცება სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს აფხაზ მოკავშირეებთან ერთად თანამშრომლობის შეთანხმება.

მივიჩნევთ, რომ ამ ძალისხმევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ჟენევის დისკუსიებია, რომლის ფარგლებში ჩვენ ვმუშაობთ მთავარ ამოცანაზე – ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადება“, – განაცხადა ლავროვმა.

იტვირთბა....