ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გორის რაიონის სოფელში ე.წ. საზღვრის გადმოწევას ეხმაურება.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს. საქართველოში სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ გააგზავნეს აღნიშნულ რაიონში დამკვირვებლები ვითარების ადგილზე შესასწავლად. გასულ კვირას, საზღვარზე ჩატარებული დაკვირვებისას დარღვევა არ დაფიქსირებულა.
2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციული საზღვრის გვერდით, სოფელ ბურშუეთთან იყო დამონტაჟებული რამდენიმე მწვანე სასაზღვრე ნიშნული, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო განთავსებული საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
დღევანდელი სიტუაციის შეფასებისას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ის ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების თავისუფლებას, რადგან ადგილობრივები მრავალი წელია, აღნიშნულ მიწაზე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს ეწევიან.
ეს საკითხი შეიძლება განხილვის საგანი გახდეს 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე”, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.